საიტი იძლევა შესაძლებლობას, რომ დაინტერესებულმა ადამიანმა გაიგოს, ვინ მონაწილეობს ქართული ოცნების წარმოებულ რეპრესიებში. ამისთვის მას აქვს შესაძლებლობა, რომ ნახოს თუ ვინ არიან:
სახელმწიფო ბრალდების მხარეს (პროკურორები და შსს წარმომადგენლები)
მოწმეები (ძირითადად პოლიცია, მაგრამ ასევე სხვა მოწმეები)
საიტს არ აქვს პრეტენზია, რომ ყოვლისმომცველია და სრულად აღწერს იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაშია. ამ ეტაპზე საიტზე განთავსებულია ინფორმაცია იმ რეპრესირებულების შესახებ, რომლებიც 2024 წლიდან დღემდე რეჟიმის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით არიან დაკავებულები. ინფორმაცია შეივსება სანამ რეპრესიები არ დასრულდება. საიტი გათვლილია იმ დროზეც, როდესაც ქართული ოცნება არ იქნება ხელისუფლებაში, იმისთვის, რომ მომდევნო ხელისუფლებებმა არ გააგრძელონ რეპრესიული პოლიტიკა.
* საიტი შემუშავების პროცესშია. თუ გაქვთ შენიშვნები, წინადადებები ან გაუმჯობესების სურვილი, მოგვწერეთ შემდეგ მეილზე daibrune.org@gmail.com