გიორგი ახობაძე პროფესიით ექიმია, კერძოდ კი ანესთეზიოლოგ-რეანომატოლოგი. მას ყავდა ავადმყოფი დედა რომელსაც თვითონ უვლიდა, გიორგის დედა მისი დაპატიმრებიდან რამდენიმე ხანში გარდაიცვალა. გიორგი 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს თამარ მეფის გამზირზე როდესაც ის რუსთაველის გამზირზე გამართული პროევროპული აქციიდან ბრუნდებოდა. პოლიციამ მისი ავტომობილი გააჩერა და ჩხრეკა ჩაატარა. ბრალდების მიხედვით 3.7 გრამი ალფა პევეპ აღმოჩნდა მის ჯიბეში, რაც დიდი ოდენობით მძიმე ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება. ახობაძეს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დარღვევები ახობაძის საქმეში:
დაკავების პროცესის ვიდეოჩანაწერის არქონა
არ არსებობს პოლიციელების მიერ ჩხრეკისა და ნივთმტკიცების ამოღების ვიდეოჩანაწერი
მტკიცებულების შესაძლო ფალსიფიკაცია
ნეიტრალური მოწმის არ არსებობა- საქმეში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებაა
წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენება
https://www.radiotavisupleba.ge/a/33234500.html
https://netgazeti.ge/life/773604/?amp=1
https://netgazeti.ge/news/761066/
https://publika.ge/tag/giorgi-akhobadze/
შმაგი გობეჯიშვილი
გიორგი ხარგელია
ალექსი კობერიძე
შალვა მასურაშვილი
რევაზ ზირაქაშვილი
ირაკლი ნარიმანიძე
ვლადიმერ ალადაშვილი