მზია ამაღლობელი (დ. 12 მაისი, 1975, შუახევი) — ქართველი ჟურნალისტი, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის წევრი.
საქართველოს საპროტესტო აქციების ფარგლებში 2025 წლის 12 იანვარს მზია ამაღლობელი დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მას შემდეგ, რაც ბათუმის პოლიციის უფროსს სიტყვიერი შეურაცხყოფის საპასუხოდ სილა გააწნა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წაუყენეს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.