გურამ მირცხულავა, 34 წლის,პროფესიით ისტორიკოსი. დააკავეს 5 დეკემბერს,17:42 წუთზე,საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახლოს,როდესაც მაღაზიაში ჩადიოდა.გურამ მირცხულავა ნასამართლევი არასდროს ყოფილა. და-ძმა არ ჰყავს და პირველი ჯგუფის ინვალიდი მამის მოვლაში ეხმარებოდა დედას. გურის მამა, ილია მირცხულავა, აფხაზეთში იბრძოდა. იანვარში გარდაიცვალა და გურის დაკრძალვაზე მოყვანა ციხის ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა. პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და პოლიციელებისთვის მძიმე საგნის სროლას ედავება. მის საქმეში ერთადერთი მტკიცებულება 4 წამიანი ვიდეოა, რომელიც ვიდეო ფაბრიკაციაა. არცერთ მომენტში არ ფიქსირდება,რომ მირცხულავა რაიმე საგანს ისვრის.
წყარო : https://www.youtube.com/watch?v=xFVx2dpTtY4&list=PLVZo4eQ_oVoQPkv0D2UaTP0nvJowNJyhs&index=14