მათე დევიძე (დ. 6 დეკემბერი, 2003) სტუდენტი, მუსიკოსი თელავიდან
19 ნოემბერს, არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, დევიძე დააკავეს 3 პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავების მომენტში ის 20 წლის იყო. შესაბამისად, მასზე ჯერ კიდევ ვრცელდებოდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლითაც განრიდებაა შესაძლებელი. 2024 წლის 22 ნოემბერს მოსამართლემ მათე დევიძისთვის წინასწარ პატიმრობის შეფარდების საკითხის განხილვას 25 წუთი დაუთმო.